პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს ნათია წიპტაურისა და გიორგი მარსაგიშვილის კანდიდატურები წარუდგინა.