Theguardian-ი ჩეხეთის პრემიერ-მინისტრზე, პეტრ ფიალაზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები, ევროკავშირის მიერ რუსეთთან „ენერგეტიკული ომის“ შესახებ მოწვეულ საგანგებო სხდომაზე შეიკრიბებიან.
„ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მოთხოვნით გაიმართება ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების სხდომა, რათა განვიხილოთ სპეციფიკური საგანგებო ზომები ენერგოსექტორში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით“, – წერს პეტრ ფიალა Twitter-ზე
ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ჩეხეთია. ვაჭრობის მინისტრმა იოზეფ სიკელამ განაცხადა, რომ ისინი ახლა რუსეთთან „ენერგეტიკულ ომში“ არიან.