ქუთაისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ყოფილი ფსიქიატრიულის შენობა სრულად დაიწვა.
როგორც ცნობილია, ცეცხლის ქრობის პროცესში ქუთაისისა და წყალტუბოს 10-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მონაწილეობდა, თუმცა შენობა სრულად დაიწვა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.