აშშ-ში კალიფორნიის შტატის სამხრეთით, სან გაბრიელის მთებში ტყის ხანძარს ებრძვიან. როგორც ცნობილია, ცეცხლი ეროვნულ ტყეს უკიდია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიამ 40 ჰექტრამდე ტერიტორია გაანადგურა.
ამასთან, ცეცხლის ლიკვიდაციის პროცესში მეხანძრეებთან ერთად ჩართულია ავიაიაც. მედიის ინფორმაციით, ხანძრის სიახლოვეს არსებულ ელექტრო გადამცემ ხაზებს საფრთხე ემუქრება. რის შედეგადაც შესაძლოა, მოსახლეობის ნაწილი ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩეს.