ბოლო 24 საათში საქართველოში 24 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 2 820 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 795 ტესტი.
ტესტის შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1857 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 993 კოვიდინფიცირებული.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 241 637-ს. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 227 208-მდე.