უკრაინული მედია, თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსებს ოკუპირებულ ყირიმში მძიმე სამხედრო ტექნიკა გადააქვთ. ტექნიკის გადაადგილება თვითმხილველებმა ყირიმის ხიდთან დააფიქსირეს.
გავრცელებული კადრების მიხედვით, კოლონის შემადგენლობაში იყო T-72 და T-80 ტიპის ტანკები, თვითმავალი ჰაუბიცები, ჯავშანტრანსპორტიორები ქვეითთა საბრძოლო მანქანები.
გარდა ამისა, ოკუპანტებს ყირიმში სპეციალური აღჭურვილობაც შეაქვთ, მათ შორის სარაკეტო კომპლექსები, საინჟინრო მანქანები და საწვავის ავზები.