აშშ, ისტორიაში პირველად არქტიკის რეგიონში ელჩს ნიშნავს

BBC-ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთის სამხედრო აქტივობის გაზრდის ფონზე, არქტიკის რეგიონში ელჩის დანიშვნას გეგმავს. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-ს პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით, ელჩი ჩრდილოეთ პოლარულ რეგიონში დაინიშნება.

აშშ-ის ახალი ელჩი ითანამშრომლებს არქტიკის საბჭოს სხვა 7 ქვეყანასთან, ესენია: კანადა, დანია, ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია, შვედეთი და რუსეთი.  გარდა ამისა დაგეგმილი თანამშრომლობა  ადგილობრივ ჯგუფებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.

გამოცემის ცნობით, რამდენიმე დღის წინ, NATO-ს მეთაურმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთის მხრიდან ჩრდილოეთ პოლარულ რეგიონებში მოსალოდნელ საფრთხეებთან ერთად, შეშფოთება არქტიკაში ჩინეთის შეღწევაზე გამოთქვა.