254 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთვის აპარატზეა

ამ ეტაპზე ქვეყანაში კოვიდინფიცირებულებიდან 817 მძიმე პაციენტია.

254 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთვის აპარატზე.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 795 ტესტი.

ტესტის შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1857 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 993 კოვიდინფიცირებული.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 241 637-ს. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 227 208-მდე.