კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 754 თბილისში, 334 იმერეთში, 158 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 857 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 754 შემთხვევა, აჭარა-97, იმერეთი-334, ქვემო ქართლი-143, შიდა ქართლი-113, გურია-30, სამეგრელო-ზემო სვანეთი-158, კახეთი-147, მცხეთა-მთიანეთი-41, სამცხე-ჯავახეთი-29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-11“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 241 637 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 227 208-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 820 მოქალაქე.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 795 ტესტი.
ტესტის შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1857 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 993 კოვიდინფიცირებული.