გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბაერბოკი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მისი ქვეყანა მზადაა, უკრაინას რუსეთის შეჭრის მოგერიებაში გრძელვადია პერსპექტივაში მხარი დაუჭიროს.
ამის შესახებ DW იტყობინება. მინისტრის თქმით, ეს მხარდაჭერა მოიცავს კიევისთვის მძიმე იარაღის მიწოდებასაც.
„რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალ ზაფხულს უკრაინას შესაძლოა, მეტი მძიმე იარაღი დასჭირდეს თავისი მეგობრებისგან. უკრაინა ასევე იცავს ჩვენს თავისუფლებას. ჩვენ მათ თანხებითა და სამხედრო საშუალებებით ვუჭერთ მხარს. მხარდაჭერა გაგრძელდება, რამდენ ხანსაც ეს უკრაინას დასჭირდება“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.