ბოდბელo მიტროპოლიტ მეუფე იაკობის განცხადებით, პოლარიზაციის შეწყვეტაზე მნიშვნელოვანი დღეს საქართველოში ყველაზე კარგი, შერიგება იქნება.
ჟურნალისტების კითხვაზე, შეეფასებინა „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების განცხადებები, აღნიშნა, თუ წასული დეპუტატები, რაღაცას ამბობენ ამერიკის ელჩზე, ისევ წასულ დეპუტატებთან უნდა ჰქონდეს კითხვები ელჩს.
მისივე თქმით, ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების პროცესში ეკლესიაც უნდა ჩაერთოს.
„არა თუ პოლარიზაციის შეწყვეტა, არამედ შერიგება იქნება ყველაზე კარგი, ყველას რომ შეგვეძლოს განვითარებაში მონაწილეობა. ჩვენს ამპარტავნებას უნდა გადავაბიჯოთ. ეკლესიაც უნდა ჩაერთოს ამ პროცესში. არ მინდა, კონკრეტული ვინმე თამაშგარე მდგომარეობაში დარჩეს. ყველამ უნდა ვაშენოთ საქართველო.
ევროპარლამენტარებს თუ ჩვენთვის კარგი უნდოდათ, ენერგოუსაფრთხოება უნდა ჩაეწერათ. ენერგოუსაფრთხოებაზე წინ ერთადერთი რამეს ვაყენებ - შერიგების პუნქტს, ამის მერე დანარჩენი 11 პუნქტი ჩემთვის მე-100 ხარისხოვანია“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.