ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამის ხეობაში ხანძარია. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზება.
გავრცელებული ინფორმაციით, დამწვარია რამდენიმე სახლი.
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ შავნაბადას ტერიტორიაზე ხანძარია.
ცეცხლი ტყესა და ბალახს უკიდია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოსთვის სახანძრო-სამმაშველო ჯგუფები მობილიზებულნი არიან.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში, სადაც ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა, სალიკვიდაციო სამუშაო დასკვნით ეტაპზეა.