რამდენად საშიშია ვითარება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ამის გარკვევას abc.net-ი შეეცადა.
სტატიის ავტორი წერს, რომ ევაკუაციის გეგმა ისევ დღის წესრიგშია, ხელისუფლება იოდის ტაბლეტებს არიგებს.
Planet Labs-ის სატელიტური სურათები ადასტურებს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ევროპის უდიდესი ატომური სადგურის ირგვლივ ხანძარი იყო.
რა ვითარებაა ზაპოროჟიეში
ხელისუფლებას ქარხნის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობისთვის იოდის ტაბლეტების დარიგება აქვს დაწყებული. იოდის ტაბლეტები ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის მიერ რადიოაქტიური დაბინძურების შეწოვის დაბლოკვას, ბირთვული ავარიის დროს.
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ უკრაინა ზაპოროჟიედან, ხარკოვიდან და მიკოლაივიდან ევაკუაციას გეგმავს.
როგორც ცნობილია, ქარხანა ოკუპირებულია რუსული ძალების მიერ და მას უკრაინელი თანამშრომლები მართავენ უკვე 6-თვიანი ომის პირველივე დღეებიდან. ტერიტორიის დაბომბვაში ერთმანეთი ორივე მხარემ არაერთხელ დაადანაშაულა. ბოლო ინციდენტში უკრაინა და რუსეთი კვლავ ადანაშაულებენ ერთმანეთს ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანებაში, რამაც სადგური ელექტროგადამცემი ქსელიდან გათიშა.
გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ [IAEA] დააკომპლექტა ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს დაათვალიერებენ.
მისია ზაპოროჟიეს ენერგოსადგურს მომავალ კვირას ეწვევა. ჯგუფის წევრია ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ მარიანო გროსი და კიდევ 13 ექსპერტი. მათ შორის, არიან ექსპერტები პოლონეთიდან ლიეტუვადან, ჩინეთიდან და სერბეთიდან.
ენერგოატომი: ისტორიაში პირველად, ზაპორიჟიეს ატომური სადგური ქსელიდან გაითიშა
უკრაინა ამბობს, რომ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, 400 000 ადამიანის ევაკუაცია იქნება საჭირო.