ევროკავშირი რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმებას აჩერებს - FT

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 30 აგვისტოს გაიმართება. მანამდე, სამმა ოფიციალურმა პირმა Financial Times-ს განუცხადა, რომ მინისტრები მზად არიან, მხარი დაუჭირონ რუსეთის მოქალაქებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების შეჩერებას.

2007 წელს ხელმოწერილი შეთანხმების შეჩერება რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ყველა ვიზაზე შეღავაზებს აუქმებს, მოითხოვს უფრო მეტ დოკუმენტაციას, გააძვირებს მომსახურებას და მნიშვნელოვნად გაზრდის ლოდინის დროს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აგვისტოს დასაწყისში, Washington Post-ს განუცხადა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები საზღვრების დაკეტვაა, რადგან რუსები სხვებს ართმევენ მიწას”.