ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურის მეექვსე ენერობლოკზე ავარიის შემთხვევაში რადიაციული ღრუბელი სამხრეთ და რუსეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილებს დაფარავს.
ასეთია „ენერგოატომის“ პროგნოზი, რომელიც კომპანიამ 29 აგვისტოსთვის ჰაერის მასების მოძრაობის მიმართულებასა და სიჩქარეზე დაყრდნობით გააკეთა.
BBC წერს, რომ სადგურზე სიტუაცია ბოლო კვირებში გართულდა დაბომბვისა და უშუალოდ ატომურ ობიექტზე რუსული ჯარების განლაგების გამო. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) ცდილობს, იქ სიტუაციის გასარკვევად მისია გაგზავნოს.
რუსმა სამხედროებმა ზაპორიჟჟიის ატომური ელექტროსადგური სამხედრო ბაზად აქციეს, რის გამოც მთელი კონტინენტი საფრთხეშია. შესაბამისი განცხადებით კი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება დღეს Twitter-ზე გამოვიდა.
„ათწლეულების განმავლობაში ბირთვული უსაფრთხოება რჩება უკრაინის მთავარ პრიორიტეტად, განსაკუთრებით, ჩვენი ტრაგიკული წარსულის გათვალისწინებით. რუსმა დამპყრობლებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური სამხედრო ბაზად აქციეს, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ კონტინენტს. რუსი სამხედროები უნდა გავიდნენ ქარხნიდან“, - წერს კულება.