თურქეთში, ბურსაში ტურისტული ავტობუსის ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. არიან დაშავებულები. რეგიონში გაიგზავნა ჯანდაცვის, სახანძრო და ჟანდარმერიის ბრიგადები.
მედიის ცნობით, ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ავტობუსის მძღოლიც. 38 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სამედიცინო ჯგუფებმა ბურსასა და კუტაჰიას საავადმყოფოებში გადაიყვანეს.