აზერბაიჯანში კორონავირუსთან დაკავშირებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2 ნოემბრის 06:00 საათამდე გახანგრძლივდა, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს ქვეყნის მთავრობამ მიიღო.
გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნულ პერიოდში, შაბათ-კვირას არ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და დედაქალაქის მეტრო.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 40 061-მდე გაიზარდა, გარდა ამისა კოვიდ 19-ს კიდევ 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 588-ს მიაღწია.