უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ უკრაინა ყველა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლს დაიბრუნებს და რუსული ტერორიზმი უპასუხოდ არ დარჩება. მისი თქმით, 28 აგვისტოს გამართა შეხვედრა თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებთან. ზელენკის განცხადებით, თათბირს ესწრებოდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების, დაზვერვის, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფოს თავდაცვის სხვა სტრუქტურებისა და სფეროების ხელმძღვანელები.
„ყველა ის საკითხი, რაც განვიხილეთ, მნიშვნელოვანია, საიდუმლო დეტალებს ვერ შევეხები, მაგრამ ოკუპანტები მის შედეგებს ჩვენი დამცველების შემდგომ ქმედებებში იგრძნობენ.
არცერთი ტერორისტი არ დარჩება პასუხის გარშე, ჩვენს ქალაქებზე თავდასხმებისთვის. ზაპოროჟიე ორიხივი, ხარკოვი, დონბასი - ყველგან პასუხს მიიღებენ. ვემზადებით ახალი კვირისთვის - ის ძალიან აქტიური იქნება. დაგეგმილია პარტნიორების მნიშვნელოვანი ვიზიტები უკრაინაში.
მე განვაახლებ ჩვენი მხარდამჭერი სახელმწიფოებისა და ერებისადმი მიმართვის პრაქტიკას. და რაც მთავარია, ჩვენ ვმუშაობთ, რათა უზრუნველვყოთ რუსეთისთვის ახალი შეზღუდვები ომის გამო და ახალი მხარდაჭერის პაკეტები ჩვენი დამცველებისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.