პრეზიდენტი პუტინი ცდილობს, თავი დააღწიოს ხაფანგს, რომელშიც თავად გაება. ამ შინაარსის სტატიას ბრიტანული გაზეთის The Guardian-ის მიმომხილველი აქვეყნებს.
პუტინმა ნამდვილად იცის, რომ კიევი არასოდეს მიიღებს რუსეთის პირობებს. ის ახლა ვერ ბედავს უკან დახევას. ასე რომ, როდესაც მასზე ზეწოლა გაიზრდება, პუტინმა, შესაძლოა გადაწყვიტოს, რომ მისი საუკეთესო ვარიანტია ომის ფასი გაზარდოს უკრაინის მხარდამჭერებისთვის და ამ გზით შეარყიოს კიევის წინააღმდეგობა, რაც ფაქტობრივად, უკვე დაიწყო.
ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა გასულ კვირას უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერა გამოაცხადეს. მათ იციან, რაზე დებს ფსონს პუტინი. პუტინი შესაძლოა, ახლა იწყებს. მას აქვს მრავალი საშუალება, რომლითაც ძირს უთხრის დასავლეთის ერთიანობას და ძალაუფლების შენარჩუნებას.
რუსეთს ჰყავს მოკავშირეები, რომლებიც მიმოფანტულნი არიან პოლიტიკურად დაშლილ ევროპულ ლანდშაფტზე. დაეხმარებიან თუ არა პუტინის მეგობრები დასავლეთში აღმოსავლეთიდან მხეცის გადარჩენაში?
ბელორუსი ალექსანდრე ლუკაშენკო უკვე პუტინის ჯიბეშია. მოსკოვმა უზრუნველყო დიქტატორის გადარჩენა. ევროკავშირის შიგნით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პუტინის „ტროას ცხენად“ აღიქმება. ევროპის უკიდურესი მემარჯვენეების მსგავსად, ორბანი აღფრთოვანებულია მისი შეუწყნარებელი ნაციონალისტური იდეოლოგიით და იზიარებს მის რასისტულ, ჰომოფობიურ შეხედულებებს.
მან არაერთხელ შეუშალა ხელი ევროკავშირის სანქციებს. გასულ თვეში კრემლთან გაზის ცალმხრივი ხელშეკრულება გააფორმა. ორბანის ნდობა აშკარად არ შეიძლება. ივნისში ბულგარეთის რეფორმისტული მთავრობის დაშლა და შემდგომი საუბარი მოსკოვთან ურთიერთობების გამოსწორებაზე, შეშფოთებას იწვევს, რომ პუტინი ევროკავშირის დასაყოფად ბერკეტებს იძენს.
იტალიას ვლადიმერ პუტინის ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ორი ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერები, რომლებიც, სავარაუდოდ, მმართველ კოალიციას მომავალი თვის არჩევნების შემდეგ, წლების განმავლობაში შეუერთდებიან, მჭიდრო კავშირებით სარგებლობდნენ მოსკოვთან. მატეო სალვინის ლიგამ პუტინის გაერთიანებულ რუსეთთან 2017 წელს დაამყარა კავშირი.
შესაბამისად, იტალიის გადაყენებული პრემიერ-მინისტრის მარიო დრაგის მკაცრი ხაზი შეიძლება, შეიცვალოს. სხვა ევროპული ულტრამემარჯვენე (და ულტრამემარცხენე) მეამბოხე და პოპულისტური პარტიები სხვადასხვა ხარისხით იდენტიფიცირებენ პუტინისტურ იდეოლოგიასთან და კონსერვატიულ-სოციალურ ღირებულებებთან.
პუტინს ასევე შეუძლია, დაეყრდნოს ისეთ პოლიტიკოსებს, როგორიცაა ალექსანდრ ვუჩიჩი, სერბეთის პრეზიდენტი. ვუჩიჩს ოპონენტებმა „პატარა პუტინი" შეარქვეს. სერბეთს აქვს ღრმა ისტორიული, სლავური და რელიგიური კავშირები რუსეთთან, პლუს NATO-ს მიმართ საერთო უნდობლობა. ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი შიშობენ, რომ არასტაბილური დასავლეთ ბალკანეთი აკრიტიკული ზეწოლის წერტილია, რომელსაც პუტინი გამოიყენებს ძველი კონფლიქტების გასაღვივებლად და უკრაინისგან ყურადღების გადასატანად.
პუტინის უგუნური საქციელი ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იმაზე მეტყველებს, რომ გამარჯვებისთვის მზადაა, ყველაფერზე წავიდეს. სასოწარკვეთილი პუტინი ყოველდღე უფრო საშიში ხდება“, ასკვნის Guardian-ის მიმომხილველი.