გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ მარიანო გროსის განცახდებით, უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ IEIA-ს მისიის წარმომადგენლები გაემგზავრნენ.
ამის შესახებ დღეს, 29 აგვისტოს, გროსიმ Twitter-ზე დაწერა, რომ ეს დღე დადგა მისია, რომელმაც უკრაინის და ევროპის უდიდესი ბირთვული ობიექტის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს, გზაშია. საერთაშორისო მისიის ექსპერტები ადგილზე ამ კვირაში ჩავლენ.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესია. 4 მარტიდან ის რუსმა სამხედროებმა დაიკავეს.