ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს, ვლადიმერ პუტინთან პრობლემები აქვს, რადგან ომში პროგრესი შენელდა.
ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, შოიგუ ხელმძღვანელობას ჩამოშორებულია და პუტინს ომის მიმდინარეობის შესახებ ცნობებს, ფრონტის ხაზიდან, უშუალოდ მეთაურები აწვდიან.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსი ოფიცრები და ჯარისკაცები, ომის საკუთარი გამოცდილებით, რეგულარულად დასცინიან შოიგუს მისი არაეფექტური ხელმძღვანელობის გამო, რადგან უკრაინასთან ომში, რუსეთის პროგრესი შეჩერებულია.