აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ლაჩინში განაღმვის სამუშაოების შესახებ იუწყება

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ, ქალაქ ლაჩინსა და სოფლებში ზაბუხსა და სუსში განაღმვის პროცესის დაწყება გამოაცხადა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ლაჩინის და სოფლების ზაბუხისა და სუს ტერიტორიების ნაღმებისა და აუფეთქებელი საბრძოლო მასალისგან გაწმენდის სამუშაოები მაღალპროფესიულად მიმდინარეობს.

„აზერბაიჯანის არმიის საინჟინრო-სამეურნეო დანაყოფები ახორციელებენ დავალებებს საინჟინრო მხარდაჭერისთვის ქალაქ ლაჩინში, სოფლებში ზაბუხსა და სუსში“, - აცხადებენ სამინისტროში.

ამ თემაზე გაეცანით Europetime-ს სტატიას: