სოფლის მეურნების მინისტრმა მოამზადა ვაშლის სუბსიდირების საკითხი და შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღეთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, არის მოლოდინი, რომ ვაშლის მოსავალი 120 ათასი ტონა იქენება. „ჩვენ წინა წლებშიც გაკეთებული გვაქვს სუბსიდირება და ახლაც გავაკეთებთ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ვაშლის წარმოებას. საჭიროა მათი წახალისება და მხარდაჭერა.