თურქეთი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გავლის საფასურს მონტრეს კონვენციით მისთვის მინიჭებული უფლებების შესაბამისად, ხუთჯერ გაზრდის. ამის შეასახებ გაზეთი Sabah-ი წერს.
მისივე ცნობით, თურქეთმა 1983 წელს შემოღებული სისტემა გააუქმა.
გადაწყვეტილება 2022 წლის 7 ოქტომბრიდან შედის ძალაში.
თურქეთი შემოსავლის 40 მილიონი დოლარიდან, 200 მილიონ დოლარამდე ზრდას ვარაუდობს.
მონტრეს კონვენცია 1936 წელს მიიღეს. ის უზრუნველყოფს სავაჭრო გემების სრუტეში გავლას როგორც მშვიდობიან, ასევე ომის დროს, მაგრამ რეჟიმები ყველასთვის განსხვავებულია. საგანგებო სიტუაციებში თურქეთს უფლება აქვს, აკრძალოს ან შეზღუდოს სამხედროების გავლა ბოსფორისა და დარდანელის გავლით.
გამონაკლისი ეხებათ გემებს, რომლებიც საკუთარ ტერიტორიაზე ბრუნდებიან.