დღეს და წლების წინ არსებული მდგომარეობა ცა და დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან მომზადების, ეკიპირების, ტექნიკური აღჭურვის და ვერტმფრენების მომზადების კუთხით - თადარიგს ვიჭერთ უფრო რთული გამოწვევებისთვის, რომ თუ ასეთი დადგება ქვეყანაში, მზად ვიყოთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს და წლების წინ არსებული მდგომარეობა ცა და დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან მომზადების კუთხით, ეკიპირების კუთხით, ტექნიკური აღჭურვის და ვერტმფრენების მომზადების კუთხით. ვერტმფრენების პარკი გარემონტდა შარშან და შარშანწინ იმისთვის, რომ მათ წინაშე დღეს არსებული ამოცანები შეასრულონ. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ თადარიგს ვიჭერთ უფრო რთული გამოწვევებისთვის, რომ თუ ასეთი დადგება ქვეყანაში, მზად ვიყოთ.
დღეს საბედნიეროდ კონტროლშია ეს პროცესი და [ხანძარი] ლოკალიზებისკენ მიდის. მომავალი წლებისთვის უნდა ვიყოთ მზად და არ არის ისე, რომ დღეს არ გვაქვს საშუალებები. ხოლო ის, რომ მივიღეთ საერთაშორისო დახმარება, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესი. პირველ დღეებშივე მქონდა საუბარი ჩემ კოლეგებთან და ყველა მეზობელი ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრი გვთავაზობდა დახმარებას ამ კუთხით. ეს ძალიან ბუნებრივია, ჩვენც თუ რამით შეგვიძლია, გვერდით უნდა დავუდგეთ ჩვენ მეზობელ და პარტნიორ ქვეყნებს“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ასევე წაიკითხეთ: