ამერიკული ბომბდამშენი რუმინეთის თავზე მისიას ასრულებს.
სამუშაო ჯგუფის მისიები აძლიერებენ მზადყოფნას, რომელიც აუცილებელია ნებისმიერ პოტენციურ კრიზისსა და გამოწვევაზე რეაგირებისთვის მთელ მსოფლიოში. BTF მისია უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს მოკავშირეებსა და პარტნიორებს, გააძლიერონ კოლექტიური შეკავება და უსაფრთხოება მთელ რეგიონში.
ამერიკელები მოკავშირეების მებრძოლებთან ერთად, შეტევითი და თავდაცვითი მანევრების შემუშავებას განაგრძობენ.
მოკავშირეთა თვითმფრინავები კანადადან, რუმინეთიდან და საფრანგეთიდან, ბომბდამშენების ესკორტს შეუერთდნენ. ბომბდამშენმა ჩაატარა მთელი რიგი იმიტირებული შეტევითი დარტყმები და თავდაცვითი მანევრები ფრენის სასწავლო მიზნებისა და მოკავშირეთა თვითმფრინავებსა და ეკიპაჟებს შორის თავსებადობის მხარდასაჭერად.
ბომბდამშენი თვითმფრინავი მისიის განმავლობაში NATO-ს კომბინირებული ოპერაციების ცენტრების Torrejon-ისა და Uedem-ის მეთაურობის ქვეშ პირველად მოექცა.
„აშშ-ის ბომბდამშენების მოქცევა NATO-ს მეთაურობისა და კონტროლის ქვეშ, ქმნის აუცილებელ შესაძლებლობას ჩვენი ნდობისა და ერთიანობის ხაზების ასაშენებლად.
ჩვენ ვაძლიერებთ მოწინავე შესაძლებლობებს და მზადყოფნის აქტივობებს ევრო-ატლანტიკური ზონის მასშტაბით, ხოლო ბომბდამშენებისთვის მოქნილ ვარიანტს ვქმნით, რათა მათ ოპერატიულ გარემოში ნებისმიერ ცვლილებაზე რეაგირება შეძლონ - განაცხადა გენერალმა ჯეიმს ჰეკერმა.