უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა თავის ტერიტორიებს იბრუნებს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „ოკუპანტების ადგილი უკრაინის მიწაზე არ იქნება“. მისივე თქმით, „უკრაინის დამცველები არ შეჩერდებიან, ვიდრე არ გაათავისუფლებენ ყველა ტერიტორიას, რაც უკრაინას ეკუთვნის“.
„უკრაინის შეიარაღებული ძალები, ჩვენი დაზვერვა, ჩვენი თავდაცვის ძალები თავის საქმეს აკეთებენ. დარწმუნებული ვარ, ყველას გესმით, რა ხდება, რისთვის ვიბრძვით და რისკენ ვისწრაფვით. ჩვენს მეომრებს არ სჭირდებათ რაიმე განცხადებები ან საინფორმაციო ტალღები.
უკრაინა იბრუნებს თავის ტერიტორიებს. დაიბრუნებს ხარკოვს, ლუგანსკს, დონეცკს, ზაპოროჟიეს, ხერსონს, ყირიმს და შავი და აზოვის ზღვების აკვატორიებს, ზმეინიდან ქერჩის ყურემდე. ეს ჩვენია, ასე ესმის ეს ჩვენს საზოგადოებას, მინდა, რომ ეს ესმოდეთ ოკუპანტებს. მათი ადგილი უკრაინის მიწაზე არ იქნება.
ოკუპანტებმა უნდა იცოდნენ: ჩვენ მათ საზღვრამდე გავყრით. ჩვენს საზღვრამდე, რომლის ხაზიც არ შეცვლილა. დამპყრობლებმა ეს კარგად იციან“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.