"პაკისტანში დამანგრეველმა წყალდიდობამ მინიმუმ 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ზიანი მოგვაყენა", - ამის შესახებ პაკისტანის მინისტრმა დაგეგმარების საკითხებში, აჰსან იკბალიმ განაცხადა.
„ვფიქრობ, ზარალი უზარმაზარი იქნება. ჯერჯერობით, წინასწარი შეფასებით, ის 10 მილიარდ დოლარს აჭარბებს, დაღუპულია 1000-ზე მეტი ადამიანი და დაზიანებულია მილიონამდე სახლი“, - განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, პაკისტანის ოცფიციალური პირები მსოფლიო საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ.