ირანმა რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების პირველი პარტია გაგზავნა. წერს Washington Post-ი.
ამერიკული მედია წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ Mohajer-6 და Shahed თვითმფრინავები 19 აგვისტოს გაიგზავნა უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად.
როგორც გაზეთი, სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლზე დაყრდნობით იუწყება, რუსი სამხედროები დრონების გამოყენების პირველი გამოცდის დროს, უპილოტო თვითმფრინავის გაუმართაობას არაერთხელ წააწყდნენ.