პენტაგონის ოფიციალური პირის თქმით, კრემლის მცდელობები არმიის გაფართოების შესახებ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ წარმატებას მიაღწევს.
აშშ-ის თავდაცვის მაღალი რანგის ოფიციალური პირის თქმით, რუსეთს სურს თავისი ჯარის 137,000-დან 1,5 მილიონამდე გაზრდა, თუმცა რუსეთს ამ დრომდე არ მიუღწევია მსგავსი საკადრო მიზნისთვის.
„რუსეთის მცდელობა ალბათ ვერ იქნება წარმატებული, რადგან რუსეთმა ამ დრომდე ვერ მიაღწია არმიის დაგეგმილ რიცხვსა და სიძლიერეს. სინამდვილეში, უკრაინაში შეჭრამდე, არმია არ იყო სრულად დაკომპლექტებული შესაძლოა, 150,000 ჯარისკაცით”, - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.
აშშ-ის ოფიციალური პირების შეფასებით, რუსეთმა 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში 60,000-დან 80,000-მდე ჯარისკაცი დაკარგა. 25 აგვისტოს პუტინმა რუსეთის არმიის 2 მილიონამდე გაზრდის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.