მოთხოვნადი იყო შემდეგი სპეციალობები: ფსიქოლოგია, სამართალი, ასევე, ჰუმანიტარული მიმართულებები, განსაკუთრებულად მაღალი იყო მოთხოვნა ბიზნესადმინისტრირებასა და ჯანდაცვის მიმართულებებზე, - სარეგისტრაციო მასალების ანალიზისა და საგამოცდო პროცესების სამსახურის უფროსმა, მაია გაბუნიამ ის სპეციალობები დაასახელა, რომლებიც წლევანდელ ეროვნულ გამოცდებზე, ყველაზე მოთხოვნადი იყო.
„წელსაც, კონკურსი განსაკუთრებულად მაღალი იყო. ამასთან, მოთხოვნადი იყო შემდეგი სპეციალობები: ფსიქოლოგია, სამართალი, ასევე, ჰუმანიტარული მიმართულებები, განსაკუთრებულად მაღალი იყო მოთხოვნა ბიზნესადმინისტრირებასა და ჯანდაცვის მიმართულებებზე. ჯანდაცვის მიმართულებაში ვგულისხმობ დიპლომირებული მედიკოსისა და სტომატოლოგის პროგრამებს“, - განაცხადა გაბუნიამ.