შეერთებული შტატების საჰაერო ძალების გამანადგურებლები (F-22) მოკავშირეების მებრძოლებთან ერთად სწავლებას გადიან და პოლონეთში (Laski) ყოფნით, NATO-ს ტერიტორიას იცავენ.
„F-22 გვთავაზობს მოწინავე შესაძლებლობებს აღმოსავლეთ ფლანგზე და აძლიერებს ალიანსის საჰაერო დაცვის პოზიციებს“, - აცხადებს NATO-ს საჰაერო სარდლობა.
ლასკის ბაზაზე აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალი ჯეიმს ჰეკერიც იმყოფებოდა.
F-22-ის შესახებ
ერთადგილიანი, ორ ძრავიანი სტელსის სისტემის მეხუთე თაობის გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომელიც შეიქმნა 1980-იან წლებში. აშშ-ის შეიარაღებაში შევიდა 2000-იან წლებში.