30 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 4.38 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9045 ლარი გახდა.
სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 5.42 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9126 ლარი გახდა.
5.53-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რის შედეგად ვალუტის გაცვლითმა კურსმა 3.4029 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, თურქული ლირის კურსმა 0.1598 ლარი შეადგინა.
ეკონომიკა
ახალი ამბები
ლარი დოლართან 4,38-ით, ევროსთან კი 5,5 თეთრით გაუფასურდა
europetime 2022-08-30 17:37:00ფოტოს წყარო: Google