უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროკავშირს, აკრძალოს რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა.
„ევროკავშირში მოგზაურობას რუსეთისთვის ტრანსფორმაციული ეფექტი არ მოჰყოლია. 2007 წელს სავიზო რეჟიმის გამარტივების შემდეგ მოსკოვი თავს დაესხა საქართველოს, დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ, ჩაიდინა მრავალი დანაშაული - ეს ყველაფერი მოაწყო მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით. რუსეთის ტრანსფორმაციისთვის, დაუხურეთ კარი რუს ტურისტებს“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.
დიმიტრი კულება სამუშაო ვიზიტით პრაღაში 30 აგვისტოს ჩავიდა. ვიზების შეჩერების საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ხვალ, პრაღაში განიხილავენ.