უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, დროებით ოკუპირებული ყირიმის მცხოვრებლებისთვის, რომლებსაც სურთ ნახევარკუნძულის დატოვება აქტიური დეოკუპაციის დროს, ევაკუაციის მარშრუტები შემუშავდა.
„უკრაინისთვის თითოეული მოქალაქის სიცოცხლე აბსოლუტური პრიორიტეტია. ამიტომ, ჩვენ ვამუშავებთ ევაკუაციის მარშრუტებს ოკუპირებული ყირიმის მცხოვრებლებისთვის, რომლებსაც სურთ, დატოვონ ტერიტორია აქტიური დეოკუპაციის დროს. ამ დროისთვის, ყველას ვთხოვთ, თავი შორს დაიჭირონ სამხედრო ობიექტებისგან და შეამოწმონ თავშესაფრები“, - განაცხადა პოდოლიაკმა.