ბაიდენის წარმომადგენლის თქმით, აშშ-მ უკრაინას სამხრეთ რეგიონებში კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღი მიაწოდა

CNN თეთრი სახლის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ უკრაინას ბოლო პერიოდში კონტრშეტევაზე გათვლილ იარაღს აწვდის.

ოფიციალური ამბობს, რომ უკრაინა აშშ-ს იარაღს სთხოვდა, რომელიც საჭირო იყო სამხრეთ რეგიონებში კონტრშეტევისთვის. 

შეერთებულმა შტატებმა შეასრულა მრავალი მოთხოვნა - მათ შორის დამატებითი საბრძოლო მასალის, საარტილერიო სისტემების და ჯაველინების მიწოდების სახით.

ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და გენერალი მარკ მილი რეგულარულ კონტაქტზე იყვნენ უკრაინელ კოლეგებთან, იმისთვის, რომ ზუსტად განესაზღვრათ, კონკრეტულად რა ტიპის შეიარაღება სჭირდებოდა უკრაინას მიზნებიდან გამომდინარე.