მიხეილ გორბაჩოვი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.
რუსული მედიის ცნობით, ის მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, დღეს საღამოს გარდაიცვალა.
მიხეილ გორბაჩოვი იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ბოლო გენერალური მდივანი, 1985 წლიდან 1991 წლამდე. გორბაჩოვი იყო საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი. მას ეს პოსტი 1990 წლიდან 1991 წლამდე ეკავა.