უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მომუშავე ჯგუფს თურქი დიპლომატი შეუერთდა

თურქი დეიპლომატი ვოლკან ბოზკირი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მომუშავე ჯგუფს ახალი წევრის რანგში შეუერთდა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

  • ბოზკირი არის თურქი იურისტი, დიპლომატი და პოლიტიკოსი. ის იყო ევროკავშირთან თურქეთის ურთიერთობის საკითხებში მინისტრი და მთავარი მომლაპარაკებელი. თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და თურქეთ-აშშ-ს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე. იყო გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი.

Volkan Bozkır 9 yıllık Dışişleri Komisyonu Başkanlığı dönemini anlattı

შეგახსენებთ, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი, რომელსაც თანათავმჯდომარეობენ პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრი ერმაკი და NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, რეკომენდაციებზე მუშაობას ასრულებს.