აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდი დროებით გაითიშა მას შემდეგ, რაც შეცდომით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპის საპრეზიდენტო ვადა ცხრა დღით ადრე დასრულდა.
აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე შეცდომით გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადა ცხრა დღით ადრე დასრულდა.
ბიოგრაფიების გვერდზე შეცდომით გამოქვეყნდა ასევე ინფორმაცია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, მაიკ პენსთან დაკავშირებითაც. ორივე შემთხვევაში აღნიშნული იყო, რომ დონალდ ტრამპისა და მაიკ პენსის უფლებამოსილება პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობებზე 11 იანვარს ამოიწურა.
ტრამპი და პენსი თეთრ სახლს 20 იანვარს, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ დატოვებენ.
დემოკრატებმა, ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუცია წარადგინეს.