CNN-ი: დემოკრატებმა, ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუცია წარადგინეს

წარმომადგენელთა პალატის დემოკრატებმა, ოფიციალურად წარადგინეს თავიანთი რეზოლუცია პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ, რომელსაც ბრალი დასდეს "აჯანყების წაქეზებაში" ,რომელიც გასულ კვირას აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრას უკავშირდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

იმპიჩმენტის რეზოლუციის თანახმად, დამტკიცების შემთხვევაში, დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში გახდება პირველი პრეზიდენტი, რომელსაც იმპიჩმენტის გზით ორჯერ მიეცა პასუხისგებაში.

იმპიჩმენის ტექსტში ნათქვამია, რომ “ის საფრთხეს უქმნიდა დემოკრატიული სისტემის მთლიანობას, ერეოდა ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებაში”, ტექსტის თანახმად- “ამით მან უღალატა საკუთარ ნდობას, როგორც პრეზიდენტმა, რამაც აშკარა ზიანი მიაყენა შეერთებული შტატების ხალხს“.

რეზოლუციაში ასევე მოყვანილია კონსტიტუციის მე -14 შესწორება, სადაც ნათქვამია, რომ „პირი, რომელმა აჯანყება, ან აჯაყების საშიშროება შექმნა, აშშ-ის წინააღმდეგ, დაუშვებელია შეერთებული შტატების თანამდებობა დაიკავოს “.

საბოლო პასუხი არის ვიცე-პრეზიდენტზე, თუ ის გადაწყვეტს 25-ე ჩასწორების გამოყენებას და ტრამპს გადააყენებს თანამდებობიდან, მაშინ დემოკრატები აღარ დაიწყებენ იმპიჩმენტის პროცესს.

დემოკრატებმა ულტიმატუმი წაუყენეს ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს, რომ ტრამპი თეთრ სახლს ჩამოაშორონ.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი გამოაქვეყნა.