BBC ბელგოროდის რეგიონში აფეთქებების შესახებ იუწყება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ანექსირებულ ყირიმში ხანძრის შესახებ.
„დღეს დილა ბელგოროდში რამდენიმე აფეთქებით დაიწყო. საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა. იმ ინფორმაციით, რაც ამ დროისთვის მაქვს, ნგრევა და მსხვერპლი არ არის", - წერს ბელგოროდის რეგიონის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ გლადკოვი.
გარდა ამისა, არსებობს ცნობები, რომ ყირიმში, ჯანკოის უკან, სოფელ კრასნოგვარდეისკოეში ნავთობის საცავი იწვის.
ოფიციალური კომენტარები ჯერ არ გაკეთებულა.