უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ და მისმა გერმანელმა კოლეგამ ანალენა ბერბოკმა პრაღაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი და უკრაინას იარაღის შემდგომი მიწოდება.
ამის შესახებ დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა.
„პრაღაში შევხვდი ჩემს კოლეგას და მეგობარს ანალენა ბერბოკს. ჩვენ განვიხილეთ ევროკავშირის მერვე სანქციების პაკეტი, რუსებისთვის სავიზო აკრძალვა და უკრაინაში იარაღის შემდგომი მიწოდება. რუსული ენერგეტიკული შანტაჟი არის ომის ნაწილი ევროპაში და მას ძლიერი, ერთიანი ევროპული პასუხი უნდა გაეცეს“, - წერს დმიტრო კულება.
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 31 აგვისტოს პრაღაში არაფორმალურ შეხვედრას მართავენ, რათა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების შეზღუდვა, ასევე, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი განიხილონ.