ესპანეთში, ჟირონას რეგიონში ძლიერი სეტყვის შედეგად 20 თვის ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ბავშვს სეტყვის მარცვალი თავში მოხვდა. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ამასთან, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება კიდევ 50-მდე ადამიანმა მიიღო. დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც.