ან ლინდე: ევროკავშირის ჩართულობა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისადმი მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია

პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური ე.წ გიმნიხის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს მონაწილეობა.

შეხვედრა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ჩეხეთის მიწვევით გაიმართა. ამასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება დააფიქსირა შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და სამივე ქვეყნის მიმართ მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ევროკავშირის ჩართულობა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისადმი მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც  რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გამკლავების, ასევე ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების მხარდაჭერის თვალსაზრისით“, - აცხადებს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე.