ამერიკის საელჩოს განცხადებით, აშშ-სა და საქართველოს შორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებზე თანამშრომლობა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი კომპონენტია.
„შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებზე თანამშრომლობა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი კომპონენტია. აღვნიშნავთ რა დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს, ქართულ-ამერიკული მიღწევები ჯანდაცვის სფეროში განსაკუთრებით გამოირჩევა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებმა კარგად იციან, რომ დაავადებათა გავრცელება ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს, ამიტომ უმნიშვნელოვანესია მუდმივი მზადყოფნა და გამოცდილების გაცვლა. აშშ-საქართველო რეგიონულ პარტნიორებთან ერთად ჯანდაცვის კუთხით 1995 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს. ამ კვირაში აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში შეხვდნენ ადგილობრივი და რეგიონის ჯანდაცვის ექსპერტები, რომლებმაც გაცვალეს საუკეთესო გამოცდილება და განიხილეს ჯანდაცვის რისკების პრევენციის, აღმოჩენისა და საპასუხო ქმედებების გეგმა მთელ რეგიონში“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.