გერმანულ გამოცემა Die Zeit-ზე დაყრდნობით, საერთაშორისო მედია წერს, რომ გერმანიის შიდა სადაზვერვო სამსახურებმა ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს ორი მაღალჩინოსნის რუსეთის სასარგებლოდ სავარაუდო ჯაშუშობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს.
საქმე ეხება განყოფილებას, რომელიც ენერგეტიკის, მათ შორის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის საკითხებზე მუშაობს.
მედიის ცნობით, საიდუმლო სამსახურს გამოძიების დაწყების თხოვნით ეკონომიკის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის ნდობით აღჭურვილმა პირებმა მიმართეს.
ამის საფუძველი კი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებულ შიდა დოკუმენტაციაში გარკვეული ხარვეზები გახდა.