გერმანიის მთავრობა სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

გერმანიის ფედერალური მთავრობა სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისა და დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს.

მედიის ინფორმაციით, მთავრობის პრესსპიკერმა შტეფან ზიბერტმა მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენები „უკიდურესად სახიფათო სიტუაციად“ შეაფასა და ხაზი გაუსვა მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყების აუცილებლობას.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო, რის შედეგადაც დღემდე ათობით ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა. დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან. მხარეები ცეცხლის გახსნასა და სიტუაციის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.