კულება ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ მეტი სიმკაცრისკენ მოუწოდებს

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის საკითხზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ გამარჯვების გზაზე ყოველთვის იქნება რთული არჩევანი და ყოველთვის იქნება აგრესორის წინააღმდეგ ნახევარი ზომების მისაღების და ბალანსის მიღწევის ცდუნება.

ამ კონტექსტში მინისტრი გაფრთხილებით გამოვიდა, რომ ევროპაში მშვიდობის ეპოქა დასრულდა და ასევე დასრულდა „ნახევრად-დასავლეთის“ ეპოქა და მოუწოდა ევროკავშირს, იყოს მტკიცე, და მკაცრი, რაც ომში გამარჯვების ერთადერთი გზაა ისეთი ქვეყნის წინააღმდეგ, როგორიც პუტინის მმართველობის ქვეშ მყოფი რუსეთია.

„თუ მე აღმოვჩნდები ისეთი სიტუაციის წინაშე, როდესაც უნდა გავაკეთო არჩევანი ნახევარი ზომის მიღებასა და გადამჭრელი ზომების არარსებობას შორის, მე მირჩევნია ასეთი ზომა საერთოდ არ იყოს. უკეთესია, მეტი დრო დავუთმო დისკუსიას გამოსავლის მოსაძებნად, რომელიც ნამდვილად მკაცრ შედეგს გამოიღებს“, - განაცხადა უკრაინის პირველმა დიპლომატმა ევროკავშირის გადაწყვეტილების კომენტირებისას.