პოლონეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს უკრაინის რამდენიმე წელიწადში მისაღებად.
ზბიგნევ რაუმ ეს განცხადება პრაღაში მიმდინარე ფორუმზე გააკეთა.
მისი თქმით, უკრაინამ „ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროპული ფასეულობებისადმი ყველაზე თავდადებული ქვეყნის ტიტული მოეპოვებინა“.
24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.