გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბაერბოკმა დაარწმუნა უკრაინა, რომ ბერლინი არ გააუქმებს სანქციებს მაშინაც კი, თუ პროტესტი ენერგიაზე ფასების ზრდის წინააღმდეგ დაიწყება.
მისი თქმით, ომის კიდევ ერთი ნაწილია ჰიბრიდული ომი, რისი მიზანიც დემოკრატიული სახელმწიფოების დაყოფაა.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, რაც ნიშნავს, რომ სანქციები ძალაში დარჩება ზამთარში. ზამთარი მოდის და ჩვენ, როგორც დემოკრატიულ პოლიტიკოსებს, გამოწვევები გვექნება. ხალხი ქუჩაში გამოვა და იტყვის – „ელექტროენერგიის საფასურს ვერ ვიხდით“. მე კი ვიტყვი - დიახ, ვიცი და დაგეხმარებით სოციალური ზომებით“, - თქვა ბერბოკმა.